logo
ENG



"ახალი დანიშვნებით რუსეთისთვის არაფერი იცვლება" - პესკოვი ზალუჟნის გადაყენებაზე

09 თებ 202420:38
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/09/c27zj6b927qoiml.jpg

კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი უკრაინაში საკადრო ცვლილებებს ეხმაურება. მისი თქმით, უკრაინაში "ახალი დანიშვნებით რუსეთისთვის არაფერი იცვლება".

"ახალი დანიშვნებით რუსეთისთვის არაფერი იცვლება. არ მგონია, ეს იყოს ფაქტორი, რომელიც სპეცოპერაციის კურსს შეცვლის. ის გაგრძელდება, ვიდრე მისი მიზნები მიღწეული არ იქნება", - ამბობს პესკოვი.

გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების ახალ მთავარსარდლად გენერალ-პოლკოვნიკი ოლექსანდრ სირსკი დანიშნა.

მანამდე, უკრაინულ და საერთაშორისო მედიაში წერდნენ, რომ ვალერი ზალუჟნის შეცვლა იგეგმებოდა. თებერვლის დასაწყისში კი წერდნენ, რომ ზალუჟნის შეცვლის გეგმის შესახებ უკრაინის ხელისუფლებამ თეთრ სახლს შეატყობინა. 


close დახურვა